Granite-Diabaz.ge  კოოპერატივი საქმშენკომპლექსი მრავალპროფილიანი საწარმო დიაბაზი
 
   
  მთავარი

ჩვენს შესახებ

ფასები

ქვის სურათები

ყაზბეგის რაიონი

დაგვიკავშირდით

 

 

ყაზბეგის რაიონი

ყაზბეგის რაიონის მდებარეობს კავკასიონის ორივე მხარეს, რომელიც ერთმანთთან ჯვრის უღელტეხილითაა დაკავშირებული. ჩრდილო ფერდობები მოქცეულია თერგის აუზში, მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს, ხოლო სამხრეთი ფერდობები — თეთრი არაგვის სათავეებში. ტერიტორია — 1082 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 400 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები თერგი, სნოსწყალი, თეთრი არაგვი.

მოსახლეობის რიცხოვნობა — 3 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 5 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 40 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 39 სოფელი.

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის ძირითადია მეცხოველეობა (მეცხვარეობა და მესაქონლეობა). სასათბურე მეურნეობებში მოჰყავთ აგრეთვე ბოსტნეული. რაიონის ტერიტორიაზე გადის რუსეთთან დამაკავშირებელი საქართველოს სამხედრო გზა. აქ მდებარეობს სამთო-სათხილამურო ტურისტული ცენტრი გუდაური.

რაიონში 11 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 11 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).

ყაზბეგის რაიონში მდებარეობს ადრინდელი და განვითარებული ფეოდალური ხანის ბაზილიკები (გარბანი, სიონი, სნო), კოშკები (ბეთლემი, სიონი, ფანშეტი), ციხეები (დარიალის) არქეოლოგიური ძეგლები, გუდაურის სათხილამურო კურორტი.